სხვა

21:35 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზეა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა.

ეგაძემ 34 მონაწილეს შორის მოკლე პროგრამაში 91.94 ქულა დააგროვა, რითაც მეორე ადგილზე გავიდა. შედეგად, თავისუფალ პროგრამაშიც გამოვა, სადაც საუკეთესო 24 მოციგურავე გადავიდა.

ეგაძემ 53.17 ქულა ტექნიკურ სეგმენტში დაიმსახურა, ხოლო 38.77 ქულა პროგრამულში. თავისუფალ პროგრამაში გამოსვლა პირველ თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.117495