ფეხბურთი

23:15 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ზაირ-ემერი 3 კვირით გამოაკლდა

„პარი სენ-ჟერმენი“ უახლოეს პერიოდში უორენ ზაირ-ემერის გარეშე ითამაშებს. 18 წლის ნახევარმცველმა „შტუტგარტთან“ მატჩში კოჭის დაზიანება მიიღო.

ზაირ-ემერი პსჟ-ს მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.103292