ფეხბურთი

22:08 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილა" ჯონ დურანს საუდის არაბეთში 77 მილიონად გაყიდის

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ თავდამსხმელი ჯონ დურანი კარიერას საუდის არაბეთში, „ალ-ნასრში“ გააგრძელებს.

კლუბებს შორის შეთანხმება მირწეულია და 21 წლის კოლუმბიელის სანაცვლოდ ინგლისური კლუბი 77 მილიონ ევროს მიიღებს. დურანი „ალ-ნასრში“ ანდერსონ ტალისკას შეცვლის, რომელიც „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა.

არაბულ კლუბს „ლევერკუზენიდან“ ვიქტორ ბონიფეისის წაყვანა სურდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი დურანზე გააკეთეს, შესაბამისად, ნიგერიელი გერმანიაში დარჩება.

ჯონ დურანმა მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ჩიკაგოსა“ და „ენვიგადოში“ თამაშობდა.

0.114696