ფეხბურთი

20:59 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

მორატა "მილანს" ტოვებს და კარიერას თურქეთში გააგრძელებს

„მილანის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას დიდი ალბათობით, სტამბოლის „გალათასარაიში“ გააგრძელებს.

ესპანელი ფეხბურთელი თანახმაა თურქეთში გადასვლაზე კლუბებს შორის ამჟამად ბოლო დეტალები თანხმდება. მორატა „გალათასარაის“ იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება, რომლის საფასური 10-15 მილიონი ევრო იქნება.

მორატას მთავარ მწვრთნელ სერჟიო კონსეისაოსთან კონფლიქტის გამო უწევს კლუბის დატოვება. როგორც ცნობილია, ზაგრების "დინამოსთან" მატჩის შესვენებაზე მორატამ და კონსეისაომ გასახდელში იჩხუბეს. „მილანში“ მან მხოლოდ 6 თვე ითამაშა და 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, „მილანს“ ნიჭიერი თავდამსხმელი ფრანჩესკო კამარდა, რომელიც სეზონის ბოლომდე იჯარით „მონცას“ შეუერთდება. 16 წლის ფორვარდი „მონცაში“ მშრალი იჯარით გადავა და ზაფხულში ისევ „როსონერის“ დაუბრუნდება.

სამაგიეროდ, „მილანი“ სავარაუდოდ, როტერდამის „ფეიენოორდიდან“ მექსიკელ თავდამსხმელს, სანტიაგო ხიმენესს დაიმატებს. ნიდერლანდურ კლუბთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და შეთანხმება დიდი ალბათიბით, შედგება.

0.123316