ფეხბურთი

18:47 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგმა" სიმონსი პსჟ-დან 75 მილიონად გამოისყიდა

გერმანულმა „ლაიფციგმა“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ ჩავი სიმონსი გამოისყიდა. ნიდერლანდელი გერმანულ გუნდში აქამდე იჯარით იყო, ამიერიდან კი, სრულფასოვანი კონტრაქტით შეუერთდა.

სიმონსმა „ლაიფციგთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მისი გამოსყიდვა „ლაიფციგს“ ბონუსების ჩათვლით 75 მილიონი ევრო დაუჯდა.

ჩავი სიმონსი „ლაიფციგს“ პსჟ-დან 2023 წლის ზაფხულში იჯარით შეუერთდა და მას შემდეგ, 60 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი მიითვალა.

0.114824