იტალიური „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ გუნდის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლაზე ისაუბრა. გუშინ, 29 იანვარს, „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის ბოლო, მე-8 ტურის მატჩში ფრანგული „მონაკო“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
„გუნდი შევაქე, რვა კარგი მატჩი ჩავატარეთ. ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება. უბრალოდ გადახედეთ ცხრილს, სადაც რამდენიმე შესანიშნავი გუნდი დარჩა საუკეთესო რვიანს მიღმა. ბიჭებმა რაღაც წარმოუდგენელი გააკეთეს.
ახლა ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგაზე და სხვა ტურნირებზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ, თუმცა არიან მეტოქეები, რომლებსაც იგივეს მიღწევა სურთ. დიდი ამბიციები გვაქვს, გვინდა იგივე სულისკვეთებით გავაგრძელოთ", - ციტირებს ინძაგის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.