ფეხბურთი

10:26 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნიკო კოვაჩი გაწვრთნის

დორტმუნდის „ბორუსიის" გენერალურმა დირექტორმა ლარს რიკენმა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ხორვატი სპეციალისტი ნიკო კოვაჩი დანიშნა.

„ჩვენ მივაღწიეთ პრინციპულ შეთანხმებას ნიკო კოვაჩთან. ის გუნდს კვირას ჩაიბარებს“, - ციტირებს რიკენის სიტყვებს DW Sports სოციალურ ოლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ნური შაჰინი „ბორუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

ნიკო კოვაჩის ბოლო სამსახური „ვოლფსბურგში“ გახლდათ. მანამდე ის ხელმძღვანელობდა „მონაკოს,“ მიუნხენის „ბაიერნს“ და ფრანკფურტის „აინტრახტს.“ „აინტრახტთან“ ერთად კოვაჩმა მოიგო გერმანიის თასი, ხოლო „ბაიერნთან“ ერთად ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი.

ამ დროისთვის „ბორუსია“ გერმანიის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.

0.117296