ჩემპიონთა ლიგაზე ფაზის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ სტუმრად „შტუტგარტი“ 4:1 გაანადგურა და პლეი-ოფში გავიდა.
ქართველს თამაშის უფლება ფაზის ეტაპზე არ ჰქონდა, თუმცა, მომდევნო კვირაში განაცხადის განახლების უფლება გუნდებს ექნებათ, შესაბამისად, კვარას შეიყვანენ განაცხადში და პლეი-ოფში უკვე შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე.
პსჟ-მ „შტუტგარტს“ საქმე პირველ ტაიმში დაუმთავრა, როცა 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს. შესანიშნავი იყო უსმან დემბელე, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა. პსჟ პლეი-ოფში „ბრესტს“ ან „მონაკოს“ დაუპირისპირდება, იქ წარმატების შემთხვევაში კი, მერვედფინალში „ბარსელონა“ ან „ლივერპული“ ელოდება.
ტურნირს გამოეთიშნენ გურამ კაშიას, ირაკლი აზაროვის და ოთარ კიტეიშვილის გუნდები. „შახტარი“ სტუმრად „დორტმუნდთან“ 1:3 დამარცხდა და ასპარეზობა 7 ქულით 27-ე საფეხურზე დაასრულა. აზაროვი „დორტმუნდთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ორი მატჩი ჩაატარა და მოპოვებული პენალტით გამოირჩა.
ბრატისლავის „სლოვანი“ მიუნხენში, „ბაიერნთან“ 1:3 დამარცხდა. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. „სლოვანი“ უქულოდ 35-ე ადგილზე გავიდა, კაშიამ რვავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გრაცის „შტურმმა“ შინ გერმანული „ლაიფციგი“ 1:0 დაამარცხა და პრესტიჟის სახით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაზე რვავე მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ფრანგული „ლილის“ კარში. „შტურმი“ 6 ქულით 30-ე ადგილზე გავიდა.
VIII ტურის შედეგები:
"ასტონ ვილა" - "სელტიკი" 4:2
"ბარსელონა" - "ატალანტა" 2:2
"ლევერკუზენი" - "სპარტა" 2:0
"ბაიერნი" - "სლოვანი" 3:1
"ბრესტი" - "რეალი" 0:3
"დინამო ზაგრები" - "მილანი" 2:1
"დორტმუნდი" - "შახტარი" 3:1
"ჟირონა" - "არსენალი" 1:2
"ინტერი" - "მონაკო" 3:0
"იუვენტუსი" - "ბენფიკა" 0:2
"ლილი" - "ფეიენოორდი" 6:1
"მანჩესტერ სიტი" - "ბრიუგე" 3:1
პსვ ეინდჰოვენი - "ლივერპული" 3:2
"ზალცბურგი" - "ატლეტიკო" 1:4
"სპორტინგი" - "ბოლონია" 1:1
"შტურმი" - "ლაიფციგი" 1:0
"შტუტგარტი" - "პარი სენ-ჟერმენი" 1:4
"იანგ ბოიზი" - "ცრვენა ზვეზდა" 0:1
ჩემპიონთა ლიგის საბოლოო სატურნირო ცხრილი:
1. | ლივერპული | 8 | 7 | 0 | 1 | 17 | 5 | 12 | 21 |
2. | ბარსელონა | 8 | 6 | 1 | 1 | 28 | 13 | 15 | 19 |
3. | არსენალი | 8 | 6 | 1 | 1 | 16 | 3 | 13 | 19 |
4. | ინტერი | 8 | 6 | 1 | 1 | 11 | 1 | 10 | 19 |
5. | ატლეტიკო | 8 | 6 | 0 | 2 | 20 | 12 | 8 | 18 |
6. | ლევერკუზენი | 8 | 5 | 1 | 2 | 15 | 7 | 8 | 16 |
7. | ლილი | 8 | 5 | 1 | 2 | 17 | 10 | 7 | 16 |
8. | ასტონ ვილა | 8 | 5 | 1 | 2 | 13 | 6 | 7 | 16 |
9. | ატალანტა | 8 | 4 | 3 | 1 | 20 | 6 | 14 | 15 |
10. | დორტმუნდი | 8 | 5 | 0 | 3 | 22 | 12 | 10 | 15 |
11. | რეალი | 8 | 5 | 0 | 3 | 20 | 12 | 8 | 15 |
12. | ბაიერნი | 8 | 5 | 0 | 3 | 20 | 12 | 8 | 15 |
13. | მილანი | 8 | 5 | 0 | 3 | 14 | 11 | 3 | 15 |
14. | პსვ ეინდჰოვენი | 8 | 4 | 2 | 2 | 16 | 12 | 4 | 14 |
15. | პარი სენ-ჟერმენი | 8 | 4 | 1 | 3 | 14 | 9 | 5 | 13 |
16. | ბენფიკა | 8 | 4 | 1 | 3 | 16 | 12 | 4 | 13 |
17. | მონაკო | 8 | 4 | 1 | 3 | 13 | 13 | 0 | 13 |
18. | ბრესტი | 8 | 4 | 1 | 3 | 10 | 11 | -1 | 13 |
19. | ფეიენოორდი | 8 | 4 | 1 | 3 | 18 | 21 | -3 | 13 |
20. | იუვენტუსი | 8 | 3 | 3 | 2 | 9 | 7 | 2 | 12 |
21. | სელტიკი | 8 | 3 | 3 | 2 | 13 | 14 | -1 | 12 |
22. | მანჩესტერ სიტი | 8 | 3 | 2 | 3 | 18 | 14 | 4 | 11 |
23. | სპორტინგი | 8 | 3 | 2 | 3 | 13 | 12 | 1 | 11 |
24. | ბრიუგე | 8 | 3 | 2 | 3 | 7 | 11 | -4 | 11 |
25. | დინამო ზაგრები | 8 | 3 | 2 | 3 | 12 | 19 | -7 | 11 |
26. | შტუტგარტი | 8 | 3 | 1 | 4 | 13 | 17 | -4 | 10 |
27. | შახტარი | 8 | 2 | 1 | 5 | 8 | 16 | -8 | 7 |
28. | ბოლონია | 8 | 1 | 3 | 4 | 4 | 9 | -5 | 6 |
29. | ცრვენა ზვეზდა | 8 | 2 | 0 | 6 | 13 | 22 | -9 | 6 |
30. | შტურმი | 8 | 2 | 0 | 6 | 5 | 14 | -9 | 6 |
31. | სპარტა | 8 | 1 | 1 | 6 | 7 | 21 | -14 | 4 |
32. | ლაიფციგი | 8 | 1 | 0 | 7 | 8 | 15 | -7 | 3 |
33. | ჟირონა | 8 | 1 | 0 | 7 | 5 | 13 | -8 | 3 |
34. | ზალცბურგი | 8 | 1 | 0 | 7 | 5 | 27 | -22 | 3 |
35. | სლოვანი | 8 | 0 | 0 | 8 | 7 | 27 | -20 | 0 |
36. | იანგ ბოიზი | 8 | 0 | 0 | 8 | 3 | 24 | -21 | 0 |