ფეხბურთი

2:10 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალისტები და პლეი-ოფის ყველა მონაწილე ცნობილია

ჩემპიონთა ლიგაზე ფაზის ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ცნობილი 24 გუნდი, რომელიც პლეი-ოფში გავიდა.

24-დან 8 გუნდი (პირველი-მერვე ადგილოსნები) პირდაპირ მოხვდნენ მერვედფინალში, ხოლო დანარჩენი 16 გუნდი (9-24 ადგილები) 1/16-ფინალში ითამაშებენ.

მერვედფინალის საგზური უკვე მოიპოვეს:

„ლივერპული“, „ბარსელონა“, „არსენალი“, „ინტერი“, „ატლეტიკო“, „ლევერკუზენი“, „ლილი“ და „ასტონ ვილა“.

პლეი-ოფის (1/16-ფინალი) ბადე შემდეგნაირია:

„მონაკო“ ან „ბრესტი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ ან „ბენფიკა“ (ამ ორ წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში „ლივერპულსა“ და „ბარსელონაზე“ გადიან)

„სპორტინგი“ ან „ბრიუგე“ – „ატალანტა“ ან „დორტმუნდი“ (მერვედფინალში: „ლილი“ ან „ასტონ ვილა“)

„სელტიკი“ ან „მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ ან „ბაიერნი“ (მერედფინალში: „ატლეტიკო“ ან „ლევერკუზენი)

„ფეიენოორდი“ ან „იუვენტუსი“ – „მილანი“ ან პსვ ეინდჰოვენი (მერვედფინალში: „ინტერი“ ან „არსენალი“)

„იუვენტუსი“ ან „ფეინოორდი“ – „პსვ ეინდჰოვენი“ ან „მილანი“ (მერვედფინალში: „არსენალი“ ან „ინტერი“)

„მანჩესტერ სიტი“ ან „სელტიკი“ – „ბაიერნი“ ან „რეალი“ (მერვედფინალში: „ლევერკუზენი“ ან „ატლეტიკო“)

„ბრიუგე“ ან „სპორტინგი“ – „დორტმუნდი“ ან „ატალანტა“ (მერვედფინალში: „ასტონ ვილა“ ან „ლილი“)

„ბრესტი“ ან „მონაკო“ – „ბენფიკა“ ან „პარი სენ-ჟერმენი“ (მერვედფინალში: „ბარსელონა“ ან „ლივერპული).

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა 31 იანვარს გაიმართება და ყველა წყვილი გაირკვევა, ხოლო მატჩები 11-12 და 18-19 თებერვალს ჩატარდება.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგას და ზოგადად, ევროთასებს მიმდინარე სეზონში უკვე გამოეთიშნენ „დინამო ზაგრები“, „შტუტგარტი“, „შახტარი“, „ბოლონია“, „ცრვენა ზვეზდა“, „შტურმი“, „სპარტა“, „ლაიფციგი“, „ჟირონა“, „ზალცბურგი“, „სლოვანი“ და „იანგ ბოიზი“.

0.123185