ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანილო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
დანილო „ფლამენგოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.
დანილომ „იუვენტუსში“ 2019 წლიდან 213 მატჩში 9 გოლი გაიტანა, თითოჯერ იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო, ორჯერ იტალიის თასი. მანამდე ბრაზილიელი „მანჩესტერ სიტიში“, „რეალში“, „პორტუში“, „სანტოსსა“ და „ამერიკა მინეიროში“ თამაშობდა.