ფეხბურთი

21:33 | 29.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტელს "ბაიერნის" დატოვება სურს, დაინტერესებული 7 კლუბია

ნიჭიერ ფრანგ თავდამსხმელ მატის ტელს მიუნხენის „ბაიერნის“ დატოვება სურს. 19 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა გერმანულ გრანდში სათამაშო დროით და კლუბის გამოცვლაც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ამიტომ გადაწყვიტა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგით 7 კლუბია დაინტერესებულია, ყველას ვინაობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ტელის გადაბირება იჯარით „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ტოტენჰემს“ სურთ.

მოლაპარაკებები გრძელდება, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ დიდი შანსია, რომ „ბაიერნმა“ ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარით გაუშვას.

მატის ტელი „ბაიერნს“ 2022 წელს „რენიდან“ შეუერთდა და დღემდე 82 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

0.115131