„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა კარიმ ადეიემიმ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდის დატოვებაზე უარი თქვა.
გერმანელის დამატება „ნაპოლის“ სურდა ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად, მაგრამ ადეიემის ზამთარში კლუბის შეცვლა არ სურს. სამაგიეროდ, ის ზაფხულში თანახმაა, ნებისმიერი შეთავაზება განიხილოს.
ამრიგად, „ნაპოლის“ ადეიემის ვარიანტი ჩაეშალა. ახლა იტალიელები ისევ ალეხანდრო გარნაჩოს ტრანსფერზე მუშაობენ, მაგრამ „მანჩესტერი“ არგენტინელს ძვირად აფასებს, ყოველ შემთხვევაში, „ნაპოლისთვის“ მიუღებელ ფასად. კიდევ ერთი ვარიანტია პსვ ეინდჰოვენიდან ნოა ლანგის დამატება, რომლის დაკარგვა თავის მხრივ შუა სეზონში ნიდერლანდურ კლუბს არ სურს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ გაყიდა, მაგრამ ჯერჯერობით, მისი შეცვლა ვერ მოახერხა.