ჩოგბურთი

17:30 | 29.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მერვედფინალში გავიდა

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მონპელიეს Open Occitanie-ის ტურნირში იღებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადის პირველი შეხვედრა ყაზახ ჩოგბურთელ მიხაილ კუკუშკინითან გამართა და გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის პირველი სეტი ნიკოლოზმა 6:3 მოიგო, მეორე სეტი იმავე ანგარიშით კუკუშკინმა მოიგო, ყველაფერი მესამე სეტში გადაწყდა, როდესაც ნიკოლოზი 5:0 იგებდა ყაზახმა ჩოგბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და გამარჯვება სწორედ ქართველს დარჩა.

ბასილაშვილის მეტოქე 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგი არტურ რინდერკნეხი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 61-ე ადგილს იკავებს, შეხვედრა 30 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ბოლოს პორტუგალიაში იასპარეზა, სადაც 50 სარეიტინგო ქულა დააგროვა და ATP-ის რეიტინგში 28 საფეხურით დაწინაურდა. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად 178-ე ადგილს იკავებს.

0.116627