UFC-ის ამერიკელი მებრძოლის შონ ომალის მწვრთნელმა ტიმ უელჩმა მერაბ დვალიშვილისა და შუგას რემატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოქტაგონზე მაყურებელი განსხვავებულ სცენარს იხილავს და ომალი მერაბს ნაწილებად დაშლის.
"მერაბ დვალიშვილი ამ დივიზიონში ყველა მებრძოლისთვის დიდი პრობლემაა, რადგან მას აქვს წარმოუდგენელი ენერგია, ყოველთვის წინ მიდის და ცდილობს მეტოქე წნეხში ჰყავდეს, ის დაუღლელი მანქანაა. ვფიქრობ შონ ომალის და მერაბის რემატჩში მაყურებელი განსხვავებულ სცენარს იხილავს. როდესაც ომალი 100%-ით მზად იქნება საბრძოლველად, გვექნება სრულყოფილი კემპი, ჩვენ მისი დამარცხება შეგვიძლია. შუგა ოქტაგონზე შევა და მერაბს ნაწილებად დაშლის."- განაცხადა ტიმ უელჩმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 15 სექტემბერს შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.