ცნობილმა ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრედლი ბარკოლას კონკურენციაზე წერს. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი ყველანაირად მზადაა ძირითად შემადგენლობაში საკუთარი ადგილი დაიცვას.
"ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადმოსვლამ შეტევაში მრავალფეროვნება მოიტანა და ფეხბურთელებს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენცია მოუწევთ. ბარკოლა ყველაფრისთვის მზადაა და გაცნობიერებული აქვს, რომ ასეთი გამოწვევებისთვის მზად უნდა იყოს. ის ძირითად შემადგენლობაში საკუთარი ადგილისთვის იბრძოლებს და თვლის, რომ კვარაცხელიას პსჟ-ში გადმოსვლა მის პოზიციებს არ ასუსტებს. ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი ასევე გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ენდობა და იცის, რომ ესპანელი ფეხბურთელებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს მიიღებს." - წერს გამოცემა.
გეტყვით, რომ ფრანგული გამოცემა თავიდან წერდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით ბარკოლა გაოცებული იყო.
მიმდინარე სეზონში ბარკოლამ ყველა ტურნირზე 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.