ფეხბურთი

12:15 | 29.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე პიერ საჟს დაემშვიდობა და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა

"ლიონიდან" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პიერ საჟი ოფიციალურად დაითხოვეს. გიორგი მიქაუტაძეს უახლოეს პერიოდში ახალი მწვრთნელი ეყოლება.

ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის პიერ საჟს დაემშვიდობა.

"მადლობა ყველაფრისთვის მწვრთნელო. ნამდვილი ეთუზიასტი, ის ყოველთვის თავის მოთამაშეებთან ახლოს იყო და არასდროს ატყუებდა. მან ლიონს ყველაფერი მისცა", - დაწერა მიქაუტაძემ.

პიერ საჟის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგებია, „ლიონს“ ბოლო 5 მატჩი არ მოუგია. დიდი ალბათობით, მას პაულუ ფონსეკა შეცვლის, რომელიც თავის მხრივ ზუსტად ერთი თვის წინ „მილანიდან“ დაითხოვეს. ასე რომ, გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბში ახალი მწვრთნელი ეყოლება.

„ლიონი“ ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ 30 ქულით მეექვსე ადგილზეა, საფრანგეთის თასს მეხუთე დივიზიონის გუნდთან მარცხით გამოეთიშა, ხოლო ევროპა ლიგაზე 7 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

0.118168