ფეხბურთი

11:26 | 29.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ობი მიკელი:"დიდიე დროგბას მხოლოდ ერთი პრობლემა ჰქონდა"

ვეტერანმა ნიგერიელმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა ინტერვიუს დროს ლონდონის "ჩელსიში" გატარებული პერიოდზე ისაუბრა და დიდიე დროგბას შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა. ნიგერიელის თქმით დროგბას მხოლოდ ერთი პრობლემა ჰქონდა.

"დიდიე დროგბა შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მას მხოლოდ ერთი პრობლემა ჰქონდა. როდესაც ჰალს ან სტოკს ვეთამაშებოდით ის თავს ზედმეტად არ იწუხებდა, რადგან იცოდა ჩვენ აუცილებლად მოვიგებდით. როდესაც ძლიერ გუნდებთან გვიწევდა თამაში, დროგბა მაქსიმალურად ემზადებოდა და ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდა. ის კვირა აუცილებლად ყოველთვის მისი იყო." განაცხადა მიკელმა.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დროგბა "ჩელსიში" 2004-2012 წლების სეზონში თამაშობდა, მან ამ დროის განმავლობაში "არისტოკრატთა" მაისურით ყველა ტურნირზე 478 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 214 გატანილი გოლია.

0.116403