UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა ბო ნიკალმა საკუთარ ბოდკასტში საინტერესო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ილია თოფურიასა და ალექსანდრე ვოლკანოვსკის რემატჩი ოფიციალურად ჩანიშნულია.
"ეს ბრძოლა ოფიციალურად ჩანიშნულია, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. არ ვიცი როდის დაადასტურებს UFC-ი ოფიციალურად, მაგრამ გეტყვით რომ რემატჩი 13 აპრილს UFC 314-ზე შედგება. შესაძლებელია ამ ქარდზე მეც ვიბრძოლო."-განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ალექსანდრე ვოლკანოვსკი 2024 წლის 18 თებერვალს დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.