ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანურმა „ტენერიფემ“ იტალიურ „რეჯანას“ უმასპინძლა, რომელსაც 91:69 აჯობა.
გიორგი შერმადინმა აღნიშნულ შეხვედრაში 14 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა „ტენერიფეს“ 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მან 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 საჯარიმო ააცილა.
„ტენერიფე“ ჯგუფს „მანრესასთან“ ერთად ლიდერობს, რომელსაც მეორე ტურში, 5 თებერვალს, სტუმრად შეხვდება.