ფეხბურთი

23:52 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩვენი სიტუაცია მარტივია - უნდა მოვიგოთ ან ტურნირს გამოვეთიშებით"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგესთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი გუნდის სიტუაცია მარტივია - უნდა მოიგოს, ან ტურნირს დაემშვიდობება.

„ჩვენი სიტუაცია ნათელია: უნდა მოვიგოთ, თუ არადა, ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ ვითამაშებთ. გვინდა, რომ გვქონდეს შანსი კიდევ ორი მატჩი ვითამაშოთ მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად. ეს არ არის პრობლემა, ეს არის შანსი, გამოწვევა და მას მივიღებთ.

რთულ თამაშს ველოდები. როდესაც ხვდები გუნდს, რომელიც ზედიზედ 20 მატჩი დაუმარცხებელია, ეს ნიშნავს, რომ მეტოქე კარგი გუნდია. ვუყურე მათ თამაშებს და დავინახე, რატომ ითამაშეს კარგად „ასტონ ვილასთან“, „იუვენტუსთან“, „მილანთან“, გლაზგოში, „სელტიკთან“. თუმცა, ყველა გუნდს აქვს სუსტი წერტილი, მათ შორის, მანჩესტერ სიტისაც“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ 8 ქულით 25-ე ადგილზეა და საუკეთესო 24 გუნდში მოსახვედრად აუცილებლად მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება. „ბრიუგეს“ 10 ქულა გააჩნია და მას ფრეც ეყოფა მომდევნო ეტაპის საგზურისთვის.

0.062511