„დინამო თბილისის“ კაპიტანი სანდრო კალანდაძე კარიერას „ფეჰერვარში“ გააგრძელებს. როგორც ორივე კლუბი იტყობინება, 23 წლის მცველი უნგრელებს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.
კალანდაძე „ფეჰერვარში“, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა, 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სანდრო კალანდაძემ „დინამოში“ 107 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებში ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან მონაწილეობა მიიღო ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე 2023 წელს, როცა მოედანზე ოთხივე მატჩში გავიდა.
„ფეჰერვარში“ არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა.