ფეხბურთი

21:51 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” იოზილის ყიდვას შეეცდება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი შესაძლოა მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდეს. “დეილი მეილის” ცნობით, იოზილი ჩრდილო ლონდონში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, რადგან საყვარელ პოზიციაზე, ფორვარდის უკან თამაში არ უწევს.

მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან იანვარში 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ იოზილი დაიმატონ.

გასულ კვირაში ლონდონური კლუბის მხრიდან დადასტურებული ცნობის თანახმად, ტრავმის გამო იოზილი სამი თვე ვერ გავა მოედანზე. თუ იოზილი ბუნდესლიგაში გადავა, გამოდის რომ “არსენალის” მაისურით უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაუტარებია.

გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვენგერი დაინტერესებული იყო “შალკეს” შემქმნელი ტიპის ნახევარმცველის იულიან დრექსლერის დამატებით და შესაძლოა, იოზილის სავარაუდო შემცვლელად 21 წლის გერმანელი მიიჩნევდეს.

2013 წლის ზაფხულის მიწურულს გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი მადრიდის “რეალიდან” 42,5 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა ვენგერის გუნდში. მაშინ “არსენალმა” სარეკორდო თანხა გაიღო.

0.169574