ფეხბურთი

18:30 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენის" ბომბარდირი საუდის არაბეთში გადადის

„ლევერკუზენის“ თავდამსხმელი ვიქტორ ბონიფეისი დიდი ალბათობით, კარიერას „ალ-ნასრში“ გააგრძელებს.

არაბული კლუბის წარმომადგენლები გერმანიაში არიან, სადაც „ლევერკუზენთან“ ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. არც ფეხბურთელი და არც კლუბი წინააღმდეგი არ არიან, რომ ტრანსფერი შედგეს. ახლა საუბარი ფინანსურ დეტალებზე მიმდინარეობს.

„ალ-ნასრს“ მანამდე „იუვენტუსიდან“ დუშან ვლაჰოვიჩის შეძენა სურდა, მაგრამ სერბმა ფორვარდმა საუდის არაბეთში წასვლაზე უარი თქვა, შედეგად, სტეფანო პიოლის გუნდი 24 წლის ნიგერიელის ტრანსფერზე გადაერთო.

ვიქტორ ბონიფეისს „ლევერკუზენში“ 2023 წლიდან დღემდე 49 მატჩში 29 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. მანამდე ნიგერიელი ნორვეგიულ „ბოლო გლიმტში“ თამაშობდა.

0.115512