„ლოკერენის“ ფეხბურთელის რაჯა ნაინგოლანის ადვოკატმა ომარ სუიდიმ განაცხადა, რომ ბელგიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი უარყოფს ნარკოტიკების კონტრაბანდაში მონაწილეობას. 27 იანვარს ბელგიელმა სამართალდამცავებმა 36 წლის სპორტსმენი ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილად მიიჩნიეს და დააკავეს.
„ის უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას ამ საქმეში. ველოდები, რომ რაჯა მალე „ლოკერენში“ ითამაშებს. მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. მას რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია, რაც არ ნიშნავს, რომ საქმესთან რაიმე კავშირი ჰქონდა. დაიკითხა, ითანამშრომლა, ახლა მოსამართლეს ველოდებით. „რაჯა არის ფეხბურთელი და არა კრიმინალი", - ციტირებს სუიდის სიტყვებს Corriere dello Sport.
ნაინგოლანი თამაშობდა იტალიურ „კალიარიში,“ „პიაჩენცაში,“ მილანის „ინტერში,“ „რომაში,“ სპალსა და ბელგიურ „ანტვერპენში.“
რაჯა „ინტერთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო „ანტვერპენთან“ ერთად ბელგიის ჩემპიონი.