ფეხბურთი

12:50 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ სალაჰი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

საუდური „ალ-ჰილალი" ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმართან დაშორების შემდეგ ახალ ვარსკვლავს შეიძენს - წერს ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ალ-ჰილალი“ აპირებს „ლივერპულის“ შემტევის, მოჰამედ სალაჰის გადაბირებას, რომელსაც კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან სეზონის ბოლოს ეწურება. აღსანიშნავია, რომ თუ ტრანსფერი განხორციელდება, ეგვიპტელი შესაძლოა გახდეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში. თანხა არ კონკრეტდება.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა კლუბის შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 23 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი მერსისაიდურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.121767