მიუნხენის „ბაიერნმა" „კიოლნიდან“ 21 წლის მეკარე იონას ურბიგის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. მეკარეს კონტრაქტი ახალ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდე დააკავშირებს. Transfermarkt-ის ინფორმაციით, სატრანსფერო თანხამ 7 მილიონი ევრო შეადგინა.
„ბაიერნი“ ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოში. ვამაყობ, რომ აქ ვარ და მოუთმენლად ველი ახალი თანაგუნდელების გაცნობას. ჩემი მიზანია ყოველდღე ვიმუშაო საკუთარ თავზე და გავაგრძელო განვითარება გუნდში მანუელ ნოიერის ხელმძღვანელობით“, - ციტირებს ურბიგის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მიმდინარე სეზონში ურბიგმა ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა და კარი ორჯერ „მშრალად“ შეინახა.