ტრავმით გამოწვეული 6-მატჩიანი პაუზის შემდეგ გოგა ბითაძე დაბრუნდა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში „ორლანდო მეჯიქი“ სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს, „მაიამი ჰიტს“ შეხვდა და 6-ქულიანი სხვაობით 119:125 დამარცხდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა OVERTIME-ში გამოვლინდა. მატჩის ძირითადი დრო 108:108 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში კი „ჰიტის“ კალათბურთელებმა 17:11 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა დაბრუნების შემდეგ პირველივე შეხვედრაში სოლიდური დრო მიიღო. ბითაძემ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მან პარკეტზე 22:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჰქონდა. გოგას ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. 25 წლის კალათბურთელმა 4-დან 4 სროლა გამოიყენა, რომელიც ორქულიანები იყო, ასევე 4-დან 2 საჯარიმოც ჩააგდო.
ქართველის +- მაჩვენებელი 21 გამოდგა, რაც თანაგუნდელ ტრისტან და სილვას მსგავსად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება ქულების მხრივ შედეგიანობას, ამ მხრივ „მაიამის“ კალათბურთელი ტაილორ ჰერო გამოირჩა. ამერიკელს 30 ქულა, 8 მოხსნა და 12 პასი ჰქონდა.
„ორლანდოს“ 24 მოგების საწინააღმდეგოდ 24 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 31 იანვარს, „პორტლენდტან“ ჩაატარებენ.