ფეხბურთი

3:11 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნეიმარმა "ალ-ჰილალთან" კონტრაქტი გაწყვიტა

ნეიმარმა „ალ-ჰილალი“ დატოვა. ინფორმაცია არაბულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს და ნეიმარს მადლობა გადაუხადეს გაწეული სამსახურისთვის.

ბრაზილიელი „ალ-ჰილალს“ 2023 წელს „პარი სენ-ჟერმენიდან“ შეუერთდა, მაგრამ მალევე უმძიმეს ტრავმა მიიღო, რის გამოც არაბული კლუბის მაისურით მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ნეიმარი სამშობლოში დაბრუნდება, სადაც კონტრაქტს „სანტოსთან“ გააფორმებს. ეს უკვე გადაწყვეტილია. „სანტოსი“ ნეიმარის მშობლიური კლუბია, სადაც 2009-2013 წლებში 225 მატჩში 136 გოლი გაიტანა. ბრაზილიელს ასევე, „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ აქვს ნათამაშები.

0.117916