ფეხბურთი

2:04 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" პორტუგალიელი მცველი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ ნიჭიერი მცველი რენატო ვეიგა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

21 წლის ფეხბურთელი „იუვეს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ის ტურინულ გრანდში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

რენატო ვეიგა „ჩელსის“ მიმდინარე სეზონის წინ „ბაზელიდან“ შეუერთდა და 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა. ის „ბაზელში“ გაბრიელ სიგუას თანაგუნდელი იყო, სხვათა შორის, ორივეს ერთ მატჩში გოლიც აქვთ გატანილი, 2023 წლის სექტემბერში, „ციურიხის“ წინააღმდეგ, როცა ვეიგას და სიგუას გოლებით „ბაზელმა“ ქულა მოიპოვა (2:2). ვეიგას პორტუგალიის ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.114811