ტურინის „იუვენტუსს“ წარუმატებელი სეზონი აქვს, რის გამოც მთავარი მწრთნელის, ტიაგო მოტას მომავალი უკვე ეჭვქვეშ დადგა.
როგორც ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას პირველი კონტაქტი ჰქონდა ესპანელ სპეციალისტ ჩავი ერნანდესთან, რომელიც „ბარსელონასთან“ დათხოვნის შემდეგ უმუშევარია.
ჯერჯერობით, ტიაგო მოტას გათავისუფლებას „იუვე“ არ გეგმავს, მაგრამ თუ შედეგები უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ამიტომაც, შესაძლოა, უკვე იწყებენ ზრუნავს იტალო-ბრაზილიელის შემცვლელზე.
ჩავის „ალ-სადსა“ და „ბარსელონაში“ უმუშავია. მას თითოჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი, კატარის ჩემპიონატი და თასი.
„იუვენტუსი“ სერია A-ში 22 ტურის შემდეგ 37 ქულით მხოლოდ მე-5 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, მაგრამ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შანსი თითქმის დაკარგული აქვს.