ფეხბურთი

19:58 | 27.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარას შემცვლელი? დე ლაურენტისმა შეიძლება ტრანსფერის ფული შეინახოს"

Sky Sport-ის ჟურნალისტმა მიკელე კრიშიტიელომ განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი არ იყიდოს.

როგორც მან თქვა, აურელიო დე ლაურენტისმა შეიძლება პსჟ-სგან მიღებული ფული შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის შეინახოს.

„ნაპოლი“ კვარას გარეშეც ფუნქციონირებს, დე ლაურენტისმა ეს კარგად იცის. მან აიღო ტრანსფერის ფული და თუ კონტესთან დაპირისპირება არ მოუწევს, ამ ფულს შეინახავს“, - თქვა კრიშიტიელომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ალეხანდრო გარნაჩოს და კარიმ ადეიემის უკავშირებენ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ 6 დღეა დარჩენილი.

0.115121