„პორტუს“ მთავარ მწვრთნელად არგენტინელი სპეციალისტი მარტინ ანსელმი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
39 წლის მწვრთნელმა პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა. ანსელმიმ ვიტორ ბრუნო შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
მარტინ ანსელმი ბოლოს მექსიკურ „კრუს ასულს“ ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე „ინდეპენდიენტე დელ ვალეს“ თავკაცი იყო.