ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლუის დე ლა ფუენტესთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია და მხარეებმა ხელშეკრულება გაახანგრძლივეს.
დე ლა ფუენტე ესპანეთის ნაკრებს ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის ბოლომდე გაწვრთნის. ასე რომ, მხარეები მომდევნო წლების განმავლობაშიც ითანამშრომლებენ.
ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრებში 2022 წლიდან დღემდე თითოჯერ ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო.
მანამდე დე ლა ფუენტე ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა, ასევე ძალიან წარმატებით, ხოლო საკლუბო დონეზე „ბილბაოსა“ და „ალავესს“ ედგა სათავეში.