ვეტერანი ბელგიელი ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანი ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის დააკავეს. ინფორმაცია ბრიუსელის პოლიციამ გაავრცელა.
ქალაქ ანტვერპენსა და ბრიუსელში 30-ზე მეტ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, მათ შორის, ნაინგოლანის სახლშიც, რის შემდგომაც 36 წლის ფეხბურთელი დააკავეს, თუმცა, პოლიციაში უდანაშულობის პრეზუმციიდან გამომდინარე სხვა კომენტარს არ აკეთებენ. ნაინგოლანს ბრალად ნარკოტრეფიკინგი ედება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პატიმრობა ემუქრება.
რაჯა ნაინგოლანს ბელგიის ნაკრებში 30 მატჩი აქვს ჩატარებული (6 გოლი). მან კარიერის უმეტესი ნაწილი იტალიაში გაატარა, სადაც „პიაჩენცას“, „კალიარის“, „რომას“, „ინტერის“ და „სპალის“ ღირსებას იცავდა. ასევე უთამაშია „ანტვერპენსა“ და „ბაიანგკარაში“, ხოლო რამდენიმდე დღის წინ კონტრაქტი ბელგიის მეორე დივიზიონის კლუბ „ლოკერენე-ტემსესთან“ გააფორმა, სადაც ერთი მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა.