ტურინის „იუვენტუსმა“ დანილოსთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბრაზილიელ მცველს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდა, მაგრამ მხარეები თანამშრომლობის დასრულებაზე 6 თვით ადრე შეთანხმდნენ. 33 წლის ფეხბურთელი „იუვეს“ ემოციური ვიდეოსა და წერილის საშუალებით დაემშვიდობა.
დანილომ „იუვენტუსში“ 2019 წლიდან 213 მატჩში 9 გოლი გაიტანა, თითოჯერ იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო, ორჯერ იტალიის თასი.
მანამდე ბრაზილიელი „მანჩესტერ სიტიში“, „რეალში“, „პორტუში“, „სანტოსსა“ და „ამერიკა მინეიროში“ თამაშობდა. დანილო კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს, რომელსაც 2+1-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.