ფეხბურთი

13:10 | 27.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანდერსონ ტალისკა კარიერას თურქეთში გააგრძელებს

30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ანდერსონ ტალისკა საფეხბურთო კარიერას "ალ-ნასრიდან" თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. როგორც ცნობილი ხდება, ბრაზილიელი "ფენერბაჰჩესთვის" შეუტევს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით ტალისკას თურქეთში დღეს ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს, რის მიხედვითაც 30 წლის ფეხბურთელი თურქეთში 2026 წლის ივნისამდე დარჩება.

ანდერსონ ტალისკასთვის თურქეთის ჩემპიონატი უცხო არარის, ის 2016-2018 წლების სეზონში "ბეშიქთაშის" ღირსებას იცავდა, სადაც 55 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 27 გოლის გატანაც მოახერხა.

0.122577