საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ატლანტა იუნაიტედის" შემტევს საბა ლობჟანიძეს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად, დიდი კონკურენცია მოუწევს. როგორც ცნობილი ხდება, "ატლანტამ" "ნიუკასლის" პარაგვაელი შემტევიs მიგელ ალმირონის ტრანსფერი შეათანხმა.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით, ყველაფერი შეთანხმებულია და ალმირონი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის, რის შემდეგაც "ატლანტასთან" 1.5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
გეტყვით, რომ მიგელ ალმირონი სწორედ მარჯვენა შემტევის პოზიციაზე თამაშობს. ის "ატლანტას" ღირსებას 2017-2019 წლების სეზონში იცავდა, საიდანაც კარიერა "ნიუკასლში" გააგრძელა.