მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა"ფულემთან" მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მას კითხვები მარკუს რაშფორდის შესახებ დაუსვეს.
"ყველა ფეხბურთელთან ერთნაირად ვმუშაობ, ვარჯიშზე მოთამაშე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და მაჩვენოს მისი მაქსიმუმი. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ჩარევას არ ვაპირებ. განაცხადში მეკარეების მწვრთნელს, უფრო შევიყვან ვიდრე მარკუს რაშფორდს, რომელიც ბოლომდე არ იხარჯება." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
გეტყვით, რომ ინგლისელ ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მანჩესტერის" დატოვება სურს, მისი გადაბირებით "იუვენტუსი", "მილანი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი.
მარკუს რაშფორდს აქამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა არსად უთამაშია, ხოლო ინგლისურ გრანდში დღემდე ჩატარებულ 426 მატჩში თავი 138 გოლით გამოიჩინა.