UFC-ის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია თავის სადებიუტო ორთაბრძოლას 9 თებერვალს გამართავს. როგორც ცნობილი ხდება მისი ახალი მეტოქე დაუმარცხებელი ავსტრალიელი კოლბი თიქნესი იქნება.
ინფორმაციას MMA-ს ცნობილი ბლოგერები ავრცელებენ და აღნიშნულ ორთაბრძოლას UFC-ი ოფიციალურად მალე დაადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია კოდი ჰადონს უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. გეტყვით, რომ კოლბი თიქნესი ალექსანდრე ვოლკანოვსკის თანაგუნდელია, ის დაუმარცხებელია, მას 7 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მათგანში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.