ფეხბურთი

2:00 | 27.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

23 გოლი ბოლო 5 მატჩში: "ბარსელონამ" "ვალენსია" 7:1 გაანადგურა (+VIDEO)
გიორგი მამარდაშვილმა 7 გოლი "ვალენსიაში" პირველად გაუშვა

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ბარსელონასთან“ 1:7 განადგურდა.

„ღამურებს“ უმძიმესი სეზონი აქვთ, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. „ბარსამ“ პირველივე ტაიმში დაამთავრა საქმე, რადგან შესვენებაზე რომ გავიდა, უკვე 5:0-ს იგებდა. თუმცა, უფრო მეტიც, 3 გოლის გატანა საწყის 14 წუთში მოასწრო... ფერმინ ლოპესმა დუბლი შეასრულა, თითოჯერ ფრენკი დე იონგმა და ფერან ტორესმა გაიტანეს. „ბარსამ“ მეტოქის რბევა მეორე ტაიმშიც გააგრძელა, როცა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, ხოლო სესარ ტარეგამ სულაც თავის კარში შეაგდო. სტუმრების მხრიდან პრესტიჟის გოლი უგო დუროს ანგარიშზეა.

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიურ კარიერაში პირველად გაუშვა 7 გოლი, მაგრამ 4 სეივი მაინც ჰქონდა და თანაგუნდელებთან შედარებით უკეთ გამოიყურებოდა.

„ბარსელონამ“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ხუთ მატჩში 23 გოლი გაიტანა, რაც საოცარი შედეგია. თუმცა, თუ ლა ლიგას ავიღებთ, აქ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 3 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

"ვალენსიამ" ლა ლიგის მატჩში 7 გოლი 70 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. ბოლოს ასეთი რამ 1955 წლის 20 მარტს, "ალავესთან" დაემართა, როცა 0:7 დამარცხდა.

„ვალენსია“ ლა ლიგაში 16 ქულით მე-19 ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 თებერვალს, ვიგოს „სელტას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბარსელონა“ 42 ქულით მესამე საფეხურს იკავებს და 2 თებერვალს, „ალავესს“ შეხვდება.

ბარსელონა“ – „ვალენსია“ 7:1

გოლები: 1:0 დე იონგი (3), 2:0 ტორესი (8), 3:0 რაფინია (14), 4:0 ლოპესი (24), 5:0 ლოპესი (45), 5:1 დურო (59), 6:1 ლევანდოვსკი (66), 7:1 ტარეგა (75, ა.გ)

0.115484