ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ფულჰემს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 გაიმარჯვა.
თამაში საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, რომლის ბედი ძალიან ლამაზმა გოლმა გადაწყვიტა. 78-ე წუთზე ლისანდრო მარტინესმა შორი მანძილიდან გაისროლა და მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა. დარჩენილ დროში ლონდონელებს ჰქონდათ გათანაბრების შანსი, მაგრამ ვერ მოახერხეს და მარცხი განიცადეს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 23 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში 2 თებერვალს, „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს, ხოლო „ფულჰემი“ 33 ქულით მე-10 პოზიციაზეა.