იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „სასარისთან“ საგარეო მატჩში 68:76 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა 28 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 5 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 8 პასი სერია A-ს მიმდინარე სეზონში შენგელიასთვის საუკეთესო შედეგია.
„ვირტუს ბოლონია“ 12 მოგებით და 5 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს 2 თებერვალს, „ვენეციასთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.