კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა. „არისის“ ქართველმა ფეხბურთელმა თავი „ახნასთან“ მატჩში გამოიჩინა.
„არისმა“ დიდი ანგარიშით, 6:1 მოიგო, ხოლო ქვილითაიამ 90-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგიმ 64-ე წუთიდან ითამაშა, როცა ალესანდრ კოკორინი შეცვალა. ქვილითაიას მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.
„არისი“ 47 ქულით მეორე პოზიციაზეა, ლიდერთან ორქულიანი ჩამორჩენით, ხოლო მომდევნო ტურში 1-ელ თებერვალს, „ნეა სალამისს“ სტუმრად დაუპირისპირდება.