საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში „ლიონი“ „ნანტს“ ესტუმრა და ისევ ვერ მოიგო. პიერ საჟის გუნდს ცუდი პერიოდი აქვს და უკვე მიჯრით 5 თამაშია ვერ იგებს.
ერნესტ მუამას გოლით „ლიონი“ სწრაფად, მე-10 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ 90-ე წუთზე მოსტაფა მოჰამედისგან გაუშვა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ იყო, თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ საგოლე შანსი არ ჰქონია.
მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.
„ლიონი“ ლიგა 1-ში 30 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, 2 თებერვალს, „მარსელს“ ესტუმრება.