ესპანეთის ლიგა ენდესას მე-18 ტურში „ტენერიფემ“ დერბიში „გრან კანარია“ დაძაბულ ბრძოლაში, 70:67 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
სტუმრებმა პირველ პერიოდში მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.
გიორგი შერმადინი პარკეტზე 21 წუთი იყო, ხსენებულ დროში კი, 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი, არ უსვრია.
„ტენერიფე“ 13 გამარჯვებით და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა, 2 თებერვალს კი, საკუთარ მოედანზე „ბრეოგანს“ დაუპირისპირდება.