ფეხბურთი

18:32 | 26.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანის გოლი ირანის ჩემპიონატში (+VIDEO)

ირანის ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი გველესიანმა გოლი გაიტანა. ქართველი მცველის „პერსეპოლისმა“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერი „ტრაქტორი“ 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

გველესიანმა მეტოქის კარი 73-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს გიორგის მესამე გოლია მიმდინარე სეზონში, ორჯერ მან ირანის ჩემპიონატში გაიტანა, ერთხელ - აზიის ჩემპიონთა ლიგაზე.

„პერსეპოლისი“ 33 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერთან ორქულიანი ჩამორჩენით, მომდევნო ტურში კი, 31 იანვარს, „ფოლადს“ გასვლაზე დაუპირისპირდება.

0.145203