საფრანგეთის Top 14-ში „ლიონმა“ სადაც დავით ნინიაშვილი თამაშობს „ბორდოსთან“ ურთულესი შეხვედრა 22:20 მოიგო. ქართველმა მორაგბემ კი შესანიშნავი ლელო მიითვალა.
მან მე-3 წუთზე ხაზი გაჭრა და ბურთი მეტოქის ჩათვლის წერტილში დაამიწა. ნინიაშვილის გარდა „ლიონში“ კიდევ ორმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. ბექა საღინაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ირაკლი აფციაური თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.
ქართველების გუნდს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფება. "ლიონი" ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, მომდევნო შეხვედრას 15 თებერვალს, "ლა როშელთან" ჩაატარებს. სეზონის დასრულების შემდეგ კი ნინიაშვილი სწორედ ამ გუნდში წევრი გახდება.