იანიკ სინერმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. რეიტინგის ლიდერმა იტალიელმა ჩოგბურთელმა ფინალში ალექსანდრ ზვერევს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა და ადვილად, სამ სეტში აჯობა.
შეხვედრა 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, მაგრამ რეალურად ბრძოლა მხოლოდ ერთ სეტში იყო. პირველი და მესამე სეტი სინერმა 6:3, 6:3 მოიგო, ზვერევს შანსი მხოლოდ მეორე სეტში ჰქონდა, რომელიც ტაიბრეიკზე დათმო 6:7 (4:7) და ტურნირზე მეორე ადგილს დასჯერდა.
სინერმა 6 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა მიითვალა, ხოლო ზვერევის აქტივში 12 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა იყო.
იანიკ სინერმა ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო და ტიტული შეინარჩუნა. ეს მის კარიერაში დიდი სლემის მესამე ტიტულია, რადგან ერთხელ ამერიკის ღია პირველობაც აქვს მოგებული.