სხვა

13:41 | 26.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბაზაძის ბრინჯაო - ქართველმა მოფარიკავემ წლის პირველი მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე 3 შეხვედრა მოიგო.

მან რუსი მეტოქე 15:11 დაამარცხა, შემდეგ გერმანელს 15:8 სძლია, მეოთხედფინალში კი ასევე კიდევ ერთ გერმანელს 15:10 აჯობა. ბაზაძემ ნახევარფინალური შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონ - სამხრეთკორეელ სანგუკ ოთან 13:15 დათმო და მესამე კატეგორიის სინჯის მედალს დაეუფლა.

ეს პირველი ტურნირია ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ქართველი მოფარიკავე გამოვიდა და 2025 წელი მედლით დაიწყო.

0.113066