ფეხბურთი

11:15 | 26.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ"

„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ „აუგსბურგთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფორვარდის თქმით, ქულის მოპოვებას მაინც იმსახურებდნენ, მაგრამ იმედი აქვს, რომ მომდევნო მატჩებში მოახერხებენ ქულების დაგროვებას.

„ვფიქრობ, რთული, მაგრამ თანაბარი თამაში იყო. გვქონდა გოლის გასატანად შანსები და „აუგსბურგსაც“ ჰქონდა მომენტები. გაშვებული გოლების მომენტში ცოტა უყურადღებოდ ვითამაშეთ. მიუხედავად ამისა, კარგი თამაში იყო, ვიბრძოლეთ და ერთ ქულას მაინც ვიმსახურებდით. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული და დამწუხრებულები ვართ, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩებში ქულებს მოვიპოვებთ“, - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასი მიითვალა.

„ჰაიდენჰაიმი“ 19 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 1-ელ თებერვალს, „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.

0.129411